23435051_1730962126978602_2698542857776975164_nრა ქონებას ფლობს ოზურგეთის ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მის მიერ შევსებული 2014 -2017 წლების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვბით და აქვს თუ არა სიორიძეს ქონებრივი დეკლარაცია კანონდარღვევით შედგენილი.
ახალი ნიუსი ისევ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს ქართული ოცნების ოზურგეთის მერობის კანდიდატი .
ბეგლარ სიორიძის და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებული უძრავი ქონება:
ბეგლარ სიორიძე 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, ჩოხატაურის რაიონი, კურორტი ბახმარო, ფართობი – 120.00 კვ.მ
ბეგლარ სიორიძე 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, ოზურგეთი, სო. ნატანები (კაპროვანი), ფართობი – 400.00 კვ.მ
ლელა თოიძე (მეუღლე) 100% ბინა საქართველო, თბილისი, მცხეთის ქ. #24, ფართობი – 228.90 კვ.მ
ბეგლარ სიორიძე 100% საცხოვრებელი სახლი საქართველო, ოზურგეთი, ფარნავაზ მეფის ქ. #92, ფართობი – 116.40 კვ.მ
ბეგლარ სიორიძე 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, ოზურგეთი, ფარნავაზ მეფის ქ. #92, ფართობი – 613.60 კვ.მ
ლელა თოიძე (მეუღლე) 100% საცხოვრებელი სახლი საქართველო, თბილისი, წავკისი, ფართობი – 64.00 კვ.მ
ლელა თოიძე (მეუღლე) 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, თბილისი, წავკისი, ფართობი – 452.00 კვ.მ
ლელა თოიძე (მეუღლე) 100% საცხოვრებელი სახლი საქართველო, ოზურგეთი, სოფ. კონჭკათი, ფართობი – 198.00 კვ.მ
ლელა თოიძე (მეუღლე) 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, ოზურგეთი, სო. კონჭკათი, ფართობი – 20153.00 კვ.მ
ბეგლარ სიორიძე 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, ოზურგეთი, სოფ. წითელმთა, ფართობი – 20000.00 კვ.მ
ბეგლარ სიორიძის ოჯახის მფლობელობაში არსებული ავტომობილები:
ბეგლარ სიორიძე 100% მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა ლენდგრუიზერ პრადო, გამოშვების წელი 2013, რომელიც ბეგლარ სიორიძემ მუნიციპალიტეტის მერიისგან 2014 წელს შეისყიდა და 2015 წელს 43.000 დოლარად გაყიდა.
ლელა თოიძე (მეუღლე) 100% მსუბუქი ავტომანქანა ჰიუნდაი ix 35, გამოშვების წელი 2011
ნიკა სიორიძე (შვილი) 100% მსუბუქი ავტომანქანა ბმვ 528, გამოშვების წელი 1998
ლელა თოიძე (მეუღლე) 100% მსუბუქი ავტომანქანა მერსედესი ე 200, გამოშვების წელი 1996
ბეგლარ სიორიძის და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებმა 2014-2017 წლებში ჯამში 382.110 ლარი შეადგინა, ასევე აღსანიშნავია რომ ბეგლარ სიორიძის და მისი ოჯახის წევრებზე არაერთი კომპანიაა რეგისტრირებული, აღნიშნული კომპანიების წლიური შემოსავალი სიორიძეს არ აქვს 2014-2017 წლამდე შევსებულ არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი რომ სიორიძის და მისი ოჯახის წევრებზე რეგისტრირებული კომპანიები მოქმედია და საკმაოდ დიდი მოგებასაც ნახულობენ , მაგრამ ფაქტია რომ ბეგლარ სიორიძემ აღნიშნული კომპანიის შემოსავლები განზრახ დამალა და დეკლარაციაში არ მიუთითა, რაც კანონდარღვევაა.