ასევე მხარს დავუჭერ ელენე ხოშტარიას .

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებზე აკეტებს კომენტარს.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ მისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა”, უდიდეს პატივს სცემს ნიკა მელიას.
ელისაშვილი ამბობს, რომ მელია მებრძოლი, ვაჟკაცი ადამიანია.
ელისაშვილი იგივეს ამბობს, ელენე ხოშტარიაზე, თუმცა აცხადებს იმასაც რომ ზოგიერთი კანდიდატის წარდგენა, მისთვის “გაუგებარია”.

“გაუგებარია ჩემთვის ის კანდიდატები, რომლებიც ეხლა დააყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მომწონს ის პარტია, რომელშიც არის ელენე ხოშტარია, თავად ელენეს, ღიადაც დავუჭერ მხარს. იმიტომ, რომ ეს არის მებრძოლი გოგო. მეორე, არ დავმალავ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა” პიროვნნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას. იმიტომ რომ არს არის მებრძოლი, ვაჟკაცი, ადამიანი ” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.