23435051_1730962126978602_2698542857776975164_nხვალ ოზურგეთში მერობის არჩევნების მეორე ტური იმართება.
“გურიის მოამბეს” მიაწოდეს დოკუმენტი რომელშიც პუნქტობრივადაა ჩამოწერილი თუ როგორ და რა ხერხებით აპირებს ხელისუფლება მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას.
ინფორმაცია ხელით ნაწერია და რამდენიმე გვერდზს შეიცავს, ჩვენ გტავაზობთ მის ზუსტ შინაარსს, ორიგინალს შემოგთავაზებთ ცოტა მოგვიანებით.
წყაროს ინფორმაციით დოკუმენტი შემუშავებულია ბეგლარ სიორიძის შტაბში და ამ გეგმის განხორციელებასაც სახელისუფლებო კანდიდატის გუნდი გეგმავს.
დოკუმენტის შინაარსი!!!
1)გამოცხადდება საერთო ამომრჩევლების 60_დან 70%_მდე. სხვაობა დამოკიდებულია რეალურად რამდენი ამომრჩეველი მოვა, რომ ახლოს იყოს რეალობასთან.

2) კოტე წააგებს საერთო ამომრჩევლის მონაცმებით; კონკრეტულად კი ასე:
სიორიძე – 51,2%-56%
შარაშენიძე – 44%-48,8%
3) მობილიზებულია 300 ადამიანი, რომელთაგანაც უმეტესობა იმუშავებს საარჩევნო უბნებთან, ამომრჩევლის დასაშინებლად ადგილებზე არჩევნების დღეს, თითო უბანთან იქნება 5ადამიანი რომელთა უმეტესობა „სუს“_ის და „შსს“_ის თანამშრომელია, დანარჩენი კი, 125 დაახლოებით 125 კაცი და მანდილოსანი საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები. (სკოლა, ბაღი, გამგეობა, მუნიციპალიტეტი, საკრებულო და ა.შ)
4) 11 ავტომანქანა – მიკროავტობუსი
5 ავტომობილი- მსუბუქი, რომლებიც მოახდენენ ამომრჩევლების გადაყვანას უბნებამდე.
ამ 5 ავტომობილის მძღოლები არიან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, რომლებსაც ასევე დავალებული აქვთ აგილებზე კოორდინატორების კონტროლი.
5) სუსმა მიუგზავნა 42_ს ვითომ დამფინანსებლები, რათა შიდა სამზარეულო ენახათ.
6) რამდენიმე უბანზე მოხდება ერთი და იმავე ადამიანის მიყვანა, რომლებიც მოახდენენ ასევე ერთი და იმავე პიროვნებების მიყვანას ( აქტივისტები და მუნიციპალიტეტის მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრები) 50 _ მდე მამაკაცია და 100_მდე ქალბატონი, რომლებიც ხმას მისცემენ რამდენჯერმე.
7) თითქმის ყველა სოფელში, თავად ოზურგეთში არა, მიმაგრებულია პიროვნება, ერთი და იგივე უბანზე რამდენჯერმე მისცემს ხმას, თავა აუცილებლად იმავე უბნის ამომრჩეველია და საღამოს საათებში, უბნების დახურვამდე 1 ან 1,5 საათით ადრე ხმას მისცემენ იმ ადამიანების მაგივრად ვინც არ მიდის არჩევნებზე, ეს არმიმსვლელი ადამიანების სია მზადაა, ზოგი თბილისშია, ზოგი საზღვარგარეთ, ზოგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშია გადასული.
8) ზემო აღნიშნული 16/17 ავტომობილის გარდა საარჩევნო უბნებზე იმოძრავებს 14 აავტომობილი „შკოდა“ და „ტოიოტა“, რომლებსაც ევალებათ არჩევნების ბოლო წუთებში მოაგროვონ რეალური ინფორმაცია, რათა გადასცენ ეს ინფორმაცია ცესკოს, საბოლოო შედეგის დასადებად, თითოეულს აბარია ამ ეკიპაჟებიდან 4 ან 5 უბანი.
9) პარასკევი საღამოდან, შაბათ საღამომდე, თბილისიდან ოზურგეთში მივლინებულია რამდენიმე ადამიანი, 12-15 თანამშრომელი, რომლებიც გურიის სამხარეო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებთან ერთად მივლენ ოჯახებში იმ ადამიანებთან, ვისაც გარკვეული „ზეგავლენა“ აქვთ მოსახლეობაზე და კომპრომატების, ვიდეო კადრების, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით, ბიზნესით დაშინებისა და წართმევით, სამომავლოდ პრობლემების შექმნით, დაემუქრებიან და აიძულებენ სასურველი კანდიდანტის შემოხაზვას.
10)საარჩევნო უბნებზე: 13,14,15,17,29,30,38,48,49,58,60,62. იქნება ამომრჩეველთა აქტივობა უმაღლესი, შედეგები დადგება 80%-20%_ზე 41_ის სასარგებლოდ
11) საარჩევნო უბნებზე: 1,3,9,18,28,31,41,44,52,57. დაფიქსირდება 60%-40%-ზე. შედეგი კვლავ 41_ის სასარგებლოდ.

12) საარჩევნო უბნებზე: 6,7,21,22,23,32,47. მოიგებს სულ რამოდენიმე ხმით კვლავ 41
13) იმ უბნებზე სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა 42_მა, კვლავ გაიმარჯვებს, მაგრამ შემცირდება მიმსვლელი ამომრჩევლების რაოდენობა, რაც კვლავ 41_ისთვის სასარგებლოა
14) დანარჩენ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდება თითქმის იგივე პროცენტი, რაც იყო წინა არჩევნებზე (პირველ ტურში), მაგრამ ყველა საუბნო კომისიის თავჯდომარე გაფრთხილებულია მაქსიმალურად გაბათილდეს 42 და სათვალავს დაემატოს 41.
15) სადაც დაფიქსირდება ამომრჩეველთა დიდი ნაკადი, და კომისია დარწმუნდება, რომ აქ იგებს 42 ( წინასწარ შეატყობინებენ ცესკოს და ადგილობრივ „სუს“_ს)… ზოგ უბანზე გააძევებენ ყველა დამკვირვებელს, ზოგან გაითიშება ელექტროენერგია, ზოგ უბანზე წინასწარ გამზადებული ადამიანები ატეხენ ჩხუბს (მუშტიკრივს), რათა ჩაიშალოს უბნის შედეგი ან შეიცვალოს ოქმი და ისარგებლებენ ამ მომენტით
16) საარჩევნო უბნებზე: 20,24,26,35,45,55,56. მზად იქნება წინასწარ ის „ცელოფნის ფუთები“, რომლებიც გზაში როგორმე შეიცვლება „დაულუქავად“ მიიტანენ ცენტრალურ ოლქში.
17) ოზურგეთის რაიონში მცხოვრები რამდენიმე ე.წ „ძველი ბიჭი“, დაიბარეს ოქტომბრის ბოლო 2 დღის პერიოდში ახლობლების ოჯახებში და გააფრთხილეს, რომ 41_ის წაგების შემთხვევაში აღმოჩნდებიან „ციხის საქათმეში“, ამიტომ ე.წ „შავმა სამყარომ“ და მათმა ოჯახის წევრებმა უნდა შემოხაზონ 41, ასევე „მოძველბიჭო ელიტა“ ოზურგეთის რაიონში უნდა მივიდნენ უკლებლივ არჩევნებზე 41_ის შემოსახაზად.
18) ამჟამად ოზურგეთში, „ცენტრალურ ბაზართან“ ე.წ ბირჟაზე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა 42_ის წინააღმდეგ, მუქარით, ჭორებით და სამსახურიდან ხალხის გაგდებით. მოსახლეობაში ავრცელებენ ხმას, თუ გაიმარჯვა 42_მა, რაიონში აღარ ჩატარდება არცერთი ტენდერი, აღარ მოხდება რაიონის დაფინანსება და კანდიდატი 42_ის გამარჯვების შემთხვევაში თბილისიდან ჩამოიყვანს მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, საბიუჯეტო ყველა პროექტი გაუქმდება და „რეგიონალური მართვის სამინისტრო“ რაიონს აღარ დააფინანსებს.
19) 42 ვითომ გეგმავს სკოლებისა და ბაღების დირექტორების გაშვებას, რადგანაც სკოლის და ბაღის თანამშრომლები არ აძლევენ თავის ხმას 42_ს, ყველა ასეთ დაწესებულებაში 42 შეცვლის სამეთვალყურეო საბჭოს.
20) უკვე დაახლოებით 1 კვირაა, და ეს გაგრძელდება შაბთს ღამემდე, დადიან ცოტა „გაუნათლებელი“ გლეხების ოჯახში და პირდებიან ზოგს 50 ლარს, ზოგს სასოფლო სამეურნეო დახმარებას, ზოგს დასაქმებას, ზოგს შეშას და ზოგიერთ ოჯახს 1 მეშოკ ფქვილს.
21) სოფლის რწმუნებულებმა უკვე წარადგინეს სიები 42_ის მომხრეებისა; რწმუნებულებს და სოფლის გამგებლებს დაევალათ ნებისმირი ხერხებით ამ ოჯახების დაშინება, რაშიც მათ ეხმარებიან უბნის ინსპექტორები პოლიციიდან.
22) „შსს“_ს ადგილობრივ და „სუს“_ის ადგილობრივ თანამშრომლებსაც დაურიგდათ 100 ლიტრის საწვავის ტალონები და კვების თანხა, რათა სოფელ-სოფელ და ოჯახ-ოჯახ მოახდინონ 42_ის მომხრეებთან საუბარი შანტაჟითა და დაშინებით.
23)რაიონში არსებული გადასატანი საარჩევნო ყუთები, ხმების დათვლისას თითქმის 100%_იანი შედეგით დაბრუნდება საოლქოში 41_ის გამარჯვებით.

24) სტამბულიდან,კიევიდან, ჰოლანდიიდან, მოსკოვის რამდენიმე ოლქიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან ოზურგეთში გაკეთდა რამდენიმე სატელეფონო ზარი, ე.წ „კანონიერი ქურდების“ მხრიდან, ადგილობრივი შავი სამყაროს ცხოვრებით „მიმდევარ“ ადამიანებთან,
რათა ამომრჩეველმა 41_ს მისცეს ხმა ( ორგანიზატორი: ილაია კეჭაყმაძე).
25) ნაციონალური მოძრაობა
ბურჯანაძე
ალიანსი მხარს უჭერენ 42_ს
რესპუბლიკელები
შენების მოძრაობა

 

26) ევროპული საქართველო
კაციტაძის პატარა ჯგუფები მხარს უჭერს 41_ს
ნათელაშვილი
დანარჩენი პატარა პარტიები

27) ყველა 41_ის დამკვირვებელი დაატრენინგეს, რომ ატეხონ დებოში იმ უბნებზე, სადაც უეჭველად იგებს 42… კომისიის ყველა წევრს, რომლებიც არიან უმუშევრები შეპირდნენ სამსახურს.
28 სოფლებში, სადაც არაა ან სკოლა, ან გზა, ან გაზი, ან წყალი, პირდებიან ყველაფერს.
29) გუბერნიის, მუნიციპალიტეტების, საბიუჯეტო ორგანიზაციების, მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები, ცალ-ცალკე შეკრიბეს და უთხრეს: თუ 42_მა გაიმარჯვა არცერთი არ დარჩებით თქვენს ადგილზე, ჩვენ კი არა 42 გაგანადგურებთ სათითაოდ ყველასო ( ორგანიზატორი: კვლავ ილაია კეჭაყმაძე).
30) ილაია ხელმძღვანელობს თავის მორფინისტ ერთ-ერთ ბიძაშვილს და ეკუთვნის სიძედ-
მორფინისტებს ამარაგებენ წამლით.
31)საარჩევნო უბნებზე- რომლებიც განთავსებულია სკოლებში,სოფლებში, თითქმის ყველგან უკვე გამზადებულია შევსებული ოქმები. იმ ოთახს, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს აქვს სხვა ოთახში გასავლელი კარები, შეეცდებიან ყუთის შეცვლას ან ხმაურის ატეხვას, რომ რამენაირად ოქმი ან დათვლილი ხმების ცელოფნის პარკი (დაულუქავი) გამოიტანონ 41_ის გამარჯვებით.
ამ წუთებში ოზურგეთის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” დამოუკიდებელი დეპუტატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი ამ თემასტან დაკავშირებით ბრიფინგს მარტავს.